კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ თელავში ჟურნალისტებისა და პრესსამსახურების თანამშრომლების შეხვედრა მოაწყო

29 დეკემბერი, 2009

28 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კახეთის რეგიონული ჟურნალისტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრესსამსახურების თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ იყო ორგანიზებული. მასში კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილე, მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრესსამსახურების თანამშრომლები და რეგიონული ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მონაწილე ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ მუნიციპალიტეტების გამგეობების პრესსამსახურები საერთოდ არ მუშაობენ და მათგან ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის თქმით, სასურველია, მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, პრესსამსახურების თანამშრომლებისთვის ტრენინგი თუ გაიმართება.

საჯარო მოხელეებმა აღნიშნეს, რომ არის შემთხვევები, როცა ჟურნალისტები დაუბალანსებელ ინფორმაციას ავრცელებენ, კომენტარის მოთხოვნისას უხეშები არიან და ა.შ. თავის მხრივ, ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელება იშვიათ შემთხვევაში მართლაც უხდებათ, რადგან ჩინოვნიკებისგან კომენტარის დროულად მიღებას ვერ ახერხებენ.

შეხვედრის შედეგად კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ პრესსამსახურების თანამშრომლები რეგიონებში მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, რადგან ხელმძღვანელები მათ საქმის კურსში არ აყენებენ. რაიონების გამგებლებმა არ უარყვეს, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს. მათივე თქმით, ამ მიმართულებით ვითარებას გამოასწორებენ. იანვრის პირველ რიცხვებში კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სპეციალურ შეხვედრებს გამართავენ, სადაც მათ გაწეული მუშაობის, არსებული პრობლემებისა და დაგეგმილი პროექტების თაობაზე ინფორმაციას გააცნობენ.

შეხვედრის დასასრულს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის კოორდინატორმა, გელა მთივლიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჟურნალისტებთან აქტიური თანამშრომლობისათვის სპეციალური სერტიფიკატები გადასცა ლაგოდეხის და გურჯაანის საკრებულოების პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს მარინა გოგოლაძესა და მაგდა ფომინას.

2009 წელს, რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებისა და საზოგადოებრივი პრობლემების აქტიური გაშუქებისათვის „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ სერთიფიკატები გადასცა რადიო „ჰერეთის“ თოქშოუს „ხმა“ წამყვანს ხათუნა გოგაშვილს და ჟურნალისტ მადონა ბატიაშვილს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები