კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მდინარე ალაზანი საქართველოს 204 ჰა ტერიტორიას აცლის

29 დეკემბერი, 2009

"მდინარე ალაზანმა კალაპოტი იცვალა და კიდევ ერთი წყალდიდობის შემთხვევაში საქართველოს დაახლოებით 204 ჰა ტერიტორიას მოსტაცებს", - ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეხვედრაზე ბუნებისმოყვარულთა საზოგადოების წარმომადგენელმა კახა სუხიტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მდინარის მიერ წართმეული ტერიტორია ან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხარეს დარჩება, ან შუაგულ მდინარეში, კუნძულივით. "მდინარე ალაზანი საფრთხეს უქმნის ერთადერთ გზასაც, რომელიც საქართველოს ე.წ. კაკლის ყურესთან აკავშირებს", - განაცხადა სუხიტაშვილმა.

ცნობისათვის, კაკლის ყურეს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს და ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს.

"ეს პრობლემა დედოფლისწყაროს რაიონში ნამდვილად არსებობს, თუმცა მისი მოგვარება და თუნდაც პრევენციული ღონისძიებების გატარება, ადგილობრივი ძალებით შეუძლებელია", - განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა ანა ბენაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები