საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს ციტრუსის გაყიდვას უკრძალავს
30.12.2009
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #49 განკარგულების საფუძველზე, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, შეკვეთილი-ურეკის მონაკვეთზე სეზონური ვაჭრობა განახორციელოს. თუმცა, პატრულის თანამშრომლები ამ ტერიტორიაზე მოქალაქეებს ციტრუსის რეალიზების უფლებას არ აძლევენ.
რომან ფუტკარაძის თქმით, პატრულებმა მას განუცხადეს, რომ ისინი არ ცნობენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის განკარგულებას და საკითხი ქუთაისის საპატრულო პოლიციამ უნდა გადაწყვიტოს. დაზარალებული ქუთაისში ჩავიდა და შეეცადა, საპატრულოს ხელმძღვანელობასთან გაერკვია არსებული სიტუაცია.
„თავდაპირველად ტელეფონით გამესაუბრნენ. ვუთხარი, სმენასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს-მეთქი. ჩამოსვლა იკადრეს და მითხრეს, რომ ვაჭრობაზე ნებართვა თბილისმა, კერძოდ, თურმე, საგზაო დეპარტამენტმა უნდა გასცეს“, - ამბობს ფუტკარაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანიზაციისა და ეკონომიკის კომისიის თავმჯდომარის, გელა გობრონიძის თქმით, მოქალაქეებს სრული უფლება აქვს, ციტრუსის რეალიზაცია აღნიშნულ ტერიტორიაზე განახორციელოს.
„საპატრულო პოლიციის ქმედებას არანაირი გამართლება არ აქვს. გაუგებარია, რატომ არ აძლევენ მოქალაქეებს ციტრუსის რეალიზების უფლებას. ამ შემთხვევაში მოვაჭრე სუბიექტები მოქმედებენ კანონის ფარგლებში“, - გვითხრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ.
მისივე თქმით, თუ საპატრულო პოლიცია თვლის, რომ იმ ტერიტორიაზე გურიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია მიზანშეწონილი არ არის, მან უნდა მიმართოს ადმინისტრაციული აქტის გამომცემ ორგანოს თხოვნით, რათა ძალადაკარგულად ცნოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი. ეს კი აქამდე არ მომხდარა.
შორენა ღლონტი, ოზურგეთი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

