კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გადაყვანილია კადრების განკარგულებაში!

11 იანვარი, 2010

დაახლოებით 50-მდე მაღალი რანგის ოფიცერმა, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ატესტაციის შემდეგ კადრების განკარგულებაში მოხვდნენ, რეაგირებისათვის ჯარისკაცის უფლებადამცველ ორგანიზაციას, „სამართალსა და თავისუფლებას“ მიმართა.

როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ბევრი ოფიცერი, რომელიც კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს, იმედს არ კარგავს, რომ ორი თვის შემდეგ (ამ პერიოდში კადრების განკარგულებაში მყოფ ოფიცერს ხელფასი უნაზღაურდება) ან თანამდებობაზე დააბრუნებენ, ან სხვა სამსახურში გადაიყვანენ. თუმცა, რამდენად საფუძვლიანია მათი ეს იმედი, ძნელი სათქმელია, რადგან პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკადრო ოპტიმიზაცია ჯერ კიდევ გასული წლის 25 დეკემბერს გამოაცხადა დასრულებულად და მინისტრ ახალაიას ამისთვის მადლობაც საჯაროდ გადაუხადა.

„უხმაუროდ, მაგრამ გატარდა ძალიან მტკივნეული რეფორმები - მათ შორის, პირად შემადგენლობასთან მიმართებაში. ძალიან სერიოზული ატესტაციები ჩატარდა. ძალიან სერიოზულად ამაღლდა თითოეული მებრძოლის, თითოეული ოფიცრის მომზადების დონე. მოთხოვნები ამაღლდა მკვეთრად და ამავე დროს, ახალი შევსება მოდის და მოვა მომავალშიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მაგრამ, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, პრეზიდენტი ამაოდ იმშვიდებს თავს, რომ საკადრო რეორგანიზაცია სამხედრო უწყებაში უხმაუროდ და უმტკივნეულოდ დასრულდა. თუკი საქართველოს ხელისუფლება არ დაიჭერს თადარიგს და არ შეეცდება რეორგანიზაციის შედეგად შემცირებული სამხედრო ოფიცრების ხელახლა დასაქმებას სამხედრო ან სამოქალაქო სექტორში, ოფიცრები შეეცდებიან, სასამართლოში გაასაჩივრონ მათი სამსახურიდან დათხოვნის კანონიერება.

 ირაკლი სესიაშვილის თქმით, მის არასამთავრობო ორგანიზაციას უკვე მიმართა იურიდიული კონსულტაციისათვის რამდენიმე ათეულმა ოფიცერმა, რომლებსაც უკვე ჩამოართვეს თავდაცვის სამინისტროს საშვები, გაუთიშეს კორპორატიული მობილურის ნომრები და „გაიყვანეს კადრების განკარგულებაში“. ეს სამსიტყვიანი წინადადება საქართველოს სინამდვილეში სოციალური უბედურების მომასწავებელია. თუკი პატრონი გამოგიჩნდა, „კადრების განკარგულებიდან“ შეიძლება, ვინმემ დაგაბრუნოს შტატიან სამხედრო სამსახურში. თუ არადა, უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ ორი თვის შემდეგ შეგიჩერდება კომპენსაციის გადახდა და შეუერთდები საქართველოს ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან არმიას - უმუშევართა, უპოვართა, ყველაფერზე გულაყრილთა და ხელჩაქნეულთა არმიას.

კობა ლიკლიკაძე, რადიო „თავისუფლება“

ორიგინალი: http://www.tavisupleba.org/content/article/1925350.html

ახალი ამბები