კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტების დამრბევი პოლიციელი პოლიციის უფროსად დანიშნეს

12 იანვარი, 2010
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, შს სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინსპექტორი იაგო კოჭლამაზაშვილი, რომელიც ჟურნალისტების დარბევაში მონაწილეობდა, წნორის პოლიციის უფროსად დანიშნეს.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 15 ივნისს სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში საპროტესტო აქციის გასაშუქებლად მყოფი ჟურნალისტები, სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ აბულაშვილის დავალებით, ნაციონალური მოძრაობის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის აქტივისტებმა და სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა  დაარბიეს.

დარბევაში აქტიურად მონაწილეობდა სიღნაღის პოლიციის თანამშრომელი, უბნის ინსპექტორი იაგო კოჭლამაზაშვილი. დარბევის დროს თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტექნიკა დაუმტვრიეს. ჟურნალისტებმა სხეულის დაზიანებებიც მიიღეს.

ჟურნალისტების დამრბევი პოლიციელის დაწინაურებასთან დაკავშირებით, შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში კომენტარი არ გააკეთეს. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები