კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობა უფუნქციო ბენზინგასამართი სადგურის გაუქმებას ითხოვს

12 იანვარი, 2010
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში მცხოვრები მოსახლეობა უფუნქციო ბენზინგასამართი სადგურის გაუქმებას ითხოვს. რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ შინაარსის წერილი ხელმოწერებით თვეზე მეტია, გაუგზავნეს. თუმცა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მხოლოდ ზეპირი დაპირება  მიიღეს, რომ საკითხს კომისიური წესით შეისწავლიან და გადაწყვეტენ.

მოსახლეობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უფუნქციო ბენზინგასამართი სადგური ნარკომანების თავშესაფრად და ნაგავსაყრელად არის ქცეული: „რას არ ნახავთ იქ დაყრილს, მათ შორის - გამოყენებულ შპრიცებს. იქაურბა საპირფარეშოდაა ქცეული. 20-30 მეტრში კი ჩვენი საცხოვრებლი ბინის კორპუსია. წლებია უკვე, ეს ბენზინგასამართი სადგური არ ფუნქციონირებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ამიტომაც ვთხოვთ, გააუქმოს“.

„ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ბენზინგასამართი სადგურის არსებობას, რადგან არანაირი პირობაა არ არის დაცული, რაც ბენზინგასამართი სადგურისთვის საჭიროა. საშიში შენობაა აქ მაცხოვრებლებისთვის“, - ამბობს მოქალაქე გალინა ოგანესიანი.

აღნიშნული ბენზინგასამართი სადგური სპს „სურმანიძე და კომპანიის“ საკუთრებაა. თუმცა, იმ მიწის ფართობზე მდებარეობს, რომელიც ხელვაჩაურის მიწის აღიარების კომისიამ გალინა ოგანესიანს საკუთრებაში გადასცა. მოგვიანებით, კი მოწმობა გაუუქმა. ამჟამად, სპს „სურმანიძე და კომპანიისა“ და ოგანესიანს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს 120 კვ.მ. მიწის ფართობზე.

მოსახლეობის ინფორმაციით, მფლობელი ბენზინგასამართი სადგურის ფუნქციონირების განახლებას აპირებს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივები ბენზინგასამართი სადგურის ნაცვლად საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟებას ითხოვენ.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები