კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეგიონული მედიის ასოციაცია მედიაზე ზეწოლის ფაქტებს აპროტესტებს

12 იანვარი, 2010
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია პროტესტს აცხადებს, ბოლო დროს, საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო საშუალებებზე და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით.

„ზუგდიდში ჟურნალისტების - ნანა ფაჟავასა და ილია ჩაჩიბაიას მიმართ გახორციელებული ძალადობა ნათელი მაგალითია, როგორ პირობებში უხდებათ მუშაობა ჟურნალისტებს. შესაბამისი ორგანოების ყურადღების მიღმა დარჩა კახეთში, გაზეთების - „სპექტრისა“ და „კახეთის ხმის“ საერთო ვებ-გვერდის დაზიანების ფაქტი. სამწუხაროდ, გრძელდება დამოუკიდებელი საინფორმაციო წყაროების შემცირების ტენდენცია, რაც ხშირად ფინანსურ ან პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა რიგს მიეკუთვნება. ამის მაგალითია, თელავში მაუწყებელი ტელეკომპანია „თანამგზავრის“ წინაშე არსებული პრობლემები, რამაც საინფორმაციო გამოშვებების შეჩერება გამოიწვია; უკიდურესად გართულებულია ინფორმაციის მიღება დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის, განსაკუთრებით - რეგიონებში, სადაც საჯარო მოხელეები უარს აცხადებენ, არასასურველ ჟურნალისტებს მიაწოდონ კომენტარები და საჯარო ინფორმაცია. ხოლო პრესსამსახურების მიერ წინასწარი ინფორმირება მხოლოდ სასურველი მედიასაშუალებების პრეროგატივაა; საჯარო სამსახურების თანამშრომლებს უკრძალავენ ხელისუფლებისთვის „არაკეთილმოსურნე“ გაზეთების გამოწერას, ხოლო მეწარმეებს - ამ გაზეთებში რეკლამების განთავსებას; გრძელდება დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ ცილისწამების, გადაუმოწმებელი და უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირება, რასაც, სამწუხაროდ, ხელისუფლების „ჯიბის“ მედიასივრცე დაუღალავად ემსახურება და ზოგადად, მედიის მიმართ საზოგადოების უნდობლობას მიზანმიმართულად აღვივებს. ამასთან, გამოუძიებელია და რეაგირების გარეშეა დარჩენილი ყველა ის ფაქტი, რასაც ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, მუშაობაში ხელის შეშლა მოჰყვა შედეგად. ეს ყველაფერი, გაუსაძლისს ხდის საქართველოში ჟურნალისტურ საქმიანობას, ასამარებს მედიის, როგორც ბიზნესის განვითარების პერსპექტივას“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია მოუწოდებს საზოგადოებას, უფლებადამცველ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, უფრო აქტიურად დაუდგნენ მხარში დამოუკიდებელ მედიას გადარჩენისთვის ბრძოლაში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები