კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტი ნიკა ავალიანი მინისტრის მოადგილედ იქცა

13 იანვარი, 2010

ჟურნალისტი ნიკა ავალიანი „დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში“ სახელმწიფო მინისტრ პაპუნა დავითაიას მოადგილედ დაინიშნა.

ნიკა ავალიანი ბოლოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დილის გადაცემაში, მანამდე კი „რუსთავი 2“-ში „ბიზნეს-კურიერის“ წამყვანად მუშაობდა.

მის სახელს უკავშირდება 2009 წლის გაზაფხულზე, ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს, „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ მომხდარი ინციდენტი, როდესაც ოპოზიციის აქტივისტებმა ავალიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ინციდენტს გაგრძელება 6 მაისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მოჰყვა. ამ დღეს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა დემონსტრანტები, რომლებიც ნიკა ავალიანის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულები აწამეს.

მოგვიანებით დაპირისპირებული ახალგაზრდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეარიგა.

„ინტეპრესნიუსის“ მიხედვით

ახალი ამბები