კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკრაინაში ქართველი დამკვირვებლები „ბომჟებად“ გამოაცხადეს

13 იანვარი, 2010

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა, რომელთაც 17 იანვარს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვება სურთ, უმუშევრები და გაუნათლებელი „ბომჟები“ არიან. ამის შესახებ „უკრაინის პრავდას“ განუცხადა უკრაინის ცესკოში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის“ წარმომადგენელმა, ელენა ლუკაშმა. 

მისი თქმით, დოკუმენტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 119 ანკეტა დუბლირებულია. წარდგენილ კანდიდატებს შორის არც ერთს არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნის გამოცდილება არ გააჩნია. 1466 ადამიანი კი დროებით უმუშევარია, მათ შორის ბევრმა პროფესიის აღმნიშვნელ გრაფაში ვერაფერი მიუთითა.

„ამრიგად, საქართველოდან ტიპიური დამკვირვებელი – ეს არის ახალგაზრდა კაცი განათლების გარეშე, უმუშევარი, არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნის გამოცდილების გარეშე. ამასთან, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის გარეშე“, _ განაცხადა „რეგიონების პარტიის“ წარმომადგენელმა.

ელენე ლუკაში აცხადებს, რომ 2042 ქართული ანკეტიდან მხოლოდ 378 მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელი იყო. თუმცა, უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნა ამ პირებსაც აუკრძალა.

ამასთან, არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების არდაშვებასთან დაკავშირებით მიღებული ცესკოს გადაწყვეტილება ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იულია ტიმოშენკოს წარმომადგენლებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლო გადაწყვეტილებას 13 იანვარს გამოიტანს.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 17 იანვარს გაიმართება, მეორე ტური – 7 თებერვალს. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველ ტურზე დამკვირვებლად 3149 უცხოელი დაუშვა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები