კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პრესა.გე“ საჯარო ინფორმაციის მოპოვებას სასამართლო გზით ცდილობს

13 იანვარი, 2010

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღმდეგ „პრესა.გეს“ სარჩელის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს დაიწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, პირველი სასამართლო სხდომა, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება, მოსამზადებელი იქნება.

„პრესა.გე“ სასამართლოსგან ითხოვს, დაავალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს იმ ინფორმაციის გაცემა, რომელიც, მათი მტკიცებით, საჯაროა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არ აძლევს. კერძოდ, საუბარია ინფორმაციაზე, თუ რა პირობებში იხდიან სასჯელს ამირან (ბუტა) რობაქიძის, გურამ შარაძის და გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულები და ვადაზე ადრე ხომ არ გათავისუფლებულან ისინი.

აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ „პრესა.გეს“ უარი უთხრა და არგუმენტად გამოთხოვილი ინფორმაციის არასაჯაროობა დაასახელა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები