კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ოსი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ითხოვს

14 იანვარი, 2010

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ დაკარგული ოსი ეროვნების მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოძიებისთვის საქართველოს შესაბამისს უწყებებს თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავას.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, გასული წლის 23 დეკემბერს „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ გამგეობის წევრმა, კობა აბულაძემ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, წერილობით მიმართა სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს.

აღნიშნული წერილით, მოძრაობა ითხოვდა დახმარებას სრული ინფორმაციის მოძიებაში იმ ოსი ეროვნების 35 მოქალაქის შესახებ, რომელთა ოჯახის წევრებმაც მოძრაობის ლიდერს, ზურაბ ნოღაიდელს ცხინვალში ყოფნის დროს შესაბამისი თხოვნით მიმართეს. თუმცა პარტიის მიმართვას ზემოთ დასახელებული არც ერთი თანამდებობის პირი დღემდე არ გამოხმაურებია.

განმეორებითი თხოვნის იგნორირების შემთხვევაში, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ სასამართლოს მიმართავს.

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ შს სამინისტროსგან ასევე ითხოვს ინფორმაციას ქართველი ეროვნების  მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დღემდე ჰყავს დაკავებული.

მოძრაობა, ასევე, ამზადებს წერილს შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის სახელზე, სადაც ითხოვს ინფორმაციას 2009 წლის ბოლოს ქართველი სამართალდამცავების მიერ დაკავებული ოსი ეროვნების მოქალაქეების - გენადი ფლიევისა და თამარ ჩარაევას შესახებ.

„ინტერპრენიუსი“

ახალი ამბები