კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკავებულის ადგილსამყოფელის შესახებ ახლობლებს სამი დღის შემდეგ შეატყობინეს

14 იანვარი, 2010

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის კოორდინატორი დათა ქადეიშვილი შობის ღამეს საკუთარ სახლში დააკავეს. დაპატიმრებდან სამი დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს და ნათესავებს მისი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

გავრცელებული, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქადეიშვილის სახლის ჩხრეკისას „გეკოს“ თოფის 4 ვაზნა აღმოაჩინეს.  შესაბამისად, ბრალიც საბრძოლო მასალის შენახვის მუხლით წაუყენეს. ეჭვმიტანილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა  შეეფარდა.

როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ რეგიონულ ოფისში აცხადებენ,  ქადეიშვილის უფროსი შვილი ყაჩაღობის მუხლით დღემდე იძებნება, ხოლო მეორე შვილი 2010 წლის 7 იანვარს სოფელ შრომაში მომხდარ ყაჩაღობაშია ეჭვმიტანილი.

„გვეეჭვება, ეს ბრალდებები სიმართლეს შეესაბამებოდეს, რადგან ყაჩაღობის დროს უმცროსი შვილი საავადმყოფოში იმყოფებოდა“, - ამბობს „სამართლიანი საქართველოსთვის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლელა ნაცვალაძე.

პოლიტიკურ პარტიაში თვლიან, რომ დათა ქადეიშვილი მძევალია და ამის მიზეზი მისი შვილები და პოლიტიკური შეხედულებები გახდა.

„გასათვალისწინებელია, რომ დაკავების დროს ქადეიშვილს პოლიციელებმა ქვეყნის მოღალატე უწოდეს მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო. ჩვენთის ცნობილი გახდა, რომ მისი მეუღლე ფოთოლა ქადეიშვილი პოლიციამ სამჯერ დაკითხა. ამის უფლება კი არ ჰქონდათ, რადგან ეს ქალბატონი ფსიქიკურად დაავადებულია. მისი დაკითხვა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, რის შედეგადაც მან სერიოზული ტრამვა მიიღო“, - აცხადებენ „სამართლიანი საქართველოს“ ოზურგეთის ოფისში.

ქადეიშვილის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის წარმომადგენლობა დაიცავს.

შორენა ღლონტი, ოზურგეთი

ახალი ამბები