კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აბრაგებმა რწმუნებული აწამეს

14 იანვარი, 2010

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის რწმუნებულს, ზურაბ მჟავანაძეს 7 იანვარს, დილის 5 საათზე თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები, რომლებსაც მისი გაძარცვა ჰქონდათ განზრახული.

როგორც დაზარალებული ამბობს, იგი საათზე მეტს ხანს აწამეს: „წამაქციეს, თავზე ფეხი დამაბიჯეს, ფულს და ოქროს მთხოვდნენ. უარის მიღების შემდეგ ჩემი დასკოჩვა დაიწყეს. პარალელურად ცხვირ-პირში ავტომატს მირტყამდნენ“, - იხსენებს მჟავანაძე.

შეიარაღებულ პირებს შემთხვევით ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია გაუარდათ. გასროლის ხმა მეზობლებმა შეიტყვეს და საპატრულო პოლიციას მიმართეს.
ყაჩაღებმა მჟავანაძის ავტომანქანის გატაცება და 50 ლარის წაღება მაინც მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ კალანდობა დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდში ჩავიდა და დიდხანს იტრაბახა საქართველოში კრიმინოგენული ვითარების გამოსწორებაზე. მან აღნიშნა, რომ გურიაში აღარც ძველი დროის აბრაგები არსებობენ და აღარც ყაჩაღები, რომლებიც 90-იან წლებში, პრაქტიკულად, მთელ რეგიონს აკონტროლებდნენ.

ყაჩაღების მიერ სოფელ შრომის რწმუნებულის წამება, ცხადია, საპირისპიროზე მეტყველებს.

შორენა ღლონტი, ოზურგეთი

ახალი ამბები