კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხედრო პოლიგონზე შემორჩენილმა ნაღმმა კიდევ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

18 იანვარი, 2010

ბილვანიძეების ოჯახის სამი წევრი, გონიოს პოლიგონზე შემთხვევით ნახულმა ნაღმა იმსხვერპლა. შემთხვევა 14 იანვარს მათ საცხოვრებელ ეზოში მოხდა. ნაღმი იმ ჯართში აღმოჩნდა, რომელიც ნუგზარ ბილვანიძემ წინა დღით პოლიგონზე შეაგროვა. ის მაშინ ამოქმედდა, როცა ბილვანიძემ მისი დაშლა დაიწყო. იმ დროს ეზოში იმყოფებოდა გარდაცვლილის მეუღლე, ქეთევან ბილვანიძე და 5 წლის ძმისშვილი - ანრი. სამივე მათგანი ადგილზევე დაიღუპა.

ჯამბულ ბასილაძე, მეზობელი: „ხმაური გავიგონეთ და როცა გამოვიხედეთ, უკვე ხალხი კიოდა... აგერ, ეზოში არის მათი გვამები დაწყობილი. ოჯახის უფროსი ჯართს, ძირითადად, ზღვის სანაპიროზე და პოლიგონზე აგროვებდა. შემდეგ აბარებდა და თავს ასე ირჩენდნენ“.

ბილვანიძეების ოჯახი სოციალურად გაჭირვებულთა სიაშია. ერთ ჭერქვეშ სამი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახის ძირითადი შემოსავალი შეგროვებული ჯართის ჩაბარებიდან მიღებული თანხა იყო.

ოფიციალური ინფორმაციით, გონიოს პოლიგონზე რუსული სამხედრო ბაზის გასვლის შემდეგ განაღმვითი სამუშაოები ჩატარდა. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ პოლიგონზე სამხედრო წვრთნებიც მიმდინარეობდა.

„წვრთნები იქ ხშირად ტარდება. წვრთნა როცა არ არის, პოლიგონს ადგილობრივები ძროხების საძოვრად ვიყენებთ. უკვე ძალიან გვეშინია. გამოდის, პოლიგონის ტერიტორიაზე რომ დავდივართ, სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებთ“, - აცხადებენ პოლიგონის მიმდებარედ მცხოვრებლები.

ბილვანიძეების გარდა, 2008 წლის 11 ნოემბერს, ურეხის სამხედრო პოლიგონმა ორი არასრულწლოვნის - რიჩარდ ვირუბოვისა და ლევან ლეონიძის სიცოცხლე შეიწირა. ისინი პოლიგონის ტერიტორიაზე თამაშობდნენ, როცა ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები