კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის პროკურატურასთან საპროტესტო აქცია იგეგმება

18 იანვარი, 2010

არასამთავრობო ორგანიზაციები სიღნაღის პროკურატურასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში განაცხადეს, სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად არაერთხელ გამოიყენეს და მოქალაქეებს სხეულის დაზიანებები მიაყენეს, პროკურატურა კი ადეკვატურ რეაგირებას არ ახდენს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილემ ოთარ დიღმელაშვილმა მოქალაქე გელა კუტიბაშვილი ისე ცემა, რომ 12 კბილი და ყბის ძვალი ჩაუმტვრია, რის შემდეგაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. კუტიბაშვილის არაერთი საჩივრის მიუხედავად, დიღმელაშვილი დააწინაურეს და რაიონული სამმართველოდან სამუშაოდ შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

"1 იანვარს სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა ლევან ხარატიშვილმა და ოთარ თოფჩიშვილმა ქალაქ წნორში მცხოვრები 23 წლის გურამ გურამის ძე ბაგალიშვილი სასტიკად ცემეს. ბაგალიშვილს ცეცხლსასროლი იარაღით თავი სამ ადგილას აქვს გატეხილი. ხარატიშვილი და თოფჩიშვილი მხოლოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს, მაშინ როცა ყველა მტკიცეულება არსებობს იმისათვის, რომ პროკურატურას ისინი დაეკავებინა", - განაცხადეს უფლებადაცვით ორგანიზაციაში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები