კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობას პოლიტიკური ტელეარხის შექმნის ინიციატივა მიავიწყდა

18 იანვარი, 2010

საქართველოს პარლამენტის ოპოზიცონერი ვიცე-სპიკერი, ლევან ვეფხვაძე საზოგადოებრივ რადიოზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტში პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის დაბარებას ითხოვს.

როგორც 15 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რადიოებს პრობლემა იმიტომ შეექმნათ, რომ თავის დროზე მთავრობამ არაადეკვატურად დაგეგმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი.

მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალა პოლიტიკური არხისა და მესამე არხის გაკეთება, მაგრამ არავინ იცის, რა ხარჯებით. „გამოსავლის ძებნისას ხელმძღვანელობას რაც თავში მოუვიდა, რადიოების გაუქმებაა“, – განაცხადა ვეფხვაძემ.

დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობას განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება ამ რადიოების მნიშვნელობაზე  ურჩია. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო შეიძლება იყოს ერთადერთი საინფორმაციო წყარო რეგიონებში მცხოვრები  სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეებისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ შეჭირვებულთა სიაში ტელევიზორის უქონლობის გამო მოხვდნენ.

ამასთან, ეს რადიო, ვეფხვაძის განცხადებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც მაუწყებლობს, რაც უმნიშვნელოვანესია. „ჩვენ ამ ადამიანებისთვის ქართული ამბების ერთადერთ საინფორმაციო წყაროს ვახშობთ, რადგან მთავრობამ არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ვეფხვაძემ და პარლამენტში პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის დაბარება მოითხოვა, რათა მოისმინოს განმარტება, როგორ დაიგეგმა თავის დროზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2010 წელს 22 მილიონით ფინანსდება. მეორე არხის პოლიტიკურ არხად გადაკეთებისთვის მაუწყებლობამ დამატებით 5 მილიონი მოითხოვა, რაზეც მთავრობისგან უარი მიიღო. ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა განმარტა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სრული შესაძლებლობა აქვს, გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში მეორე არხის პოლიტიკურ არხად გარდაქმნა შესძლოს.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები