კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოტნე გამსახურდიას საქმე სასამართლოს გადაეცა

18 იანვარი, 2010

ცოტნე გამსახურდიას სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში შევიდა.
როგორც გამსახურდიას ადვოკატმა, ქეთი ბექაურმა განაცხადა, სასამართლოში საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა არ ეძლევა. მისივე განმარტებით, პროცესი ჯერ ჩანიშნული არ არის.

„სასამართლოში გამსახურდიას მიმართ ორი სისხლის საამართლის საქმეა. ერთი ახალი, მეორე  - ძველი, რომელიც ეხება 2007 წლის ნოემბერთან დაკავშირებულ მოვლენებს და გამსახურდიას კავშირს რუსეთთან. ეს ორი საქმე უნდა გაერთიანდეს და სასამართლო განხილვა დაიწყება“, - განაცხადა ბექაურმა.

მისივე ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდია პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში 22-ე დღეა, შიმშილობს. ორი დღის წინ ცუდადაც გახდა - წნევა დაუვარდა. სამედიცინო ჩარევის შემდეგ მისი მდგომარეობა უკეთესია.

გამსახურდიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვასა და ტარებაში.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები