კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნიუსვიკი“ ადასტურებს, რომ გიგი უგულავამ ნამდვილად ისაუბრა ნატოში გაწევრიანებაზე საქართველოს შესაძლო უარზე

19 იანვარი, 2010

„ნიუსვიკის“ რუსული გამოცემა ადასტურებს, რომ მასთან ინტერვიუში თბილისის მერმა, გიგი უგულავამ ნამდვილად ისაუბრა ნატოში გაწევრიანებაზე საქართველოს სავარაუდო უარზე, თუ რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავის ჯარს გაიყვანს. ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან გადაცემა „ეხო კავკაზას“ უთხრა ინტერვიუს ავტორმა, ელიზავეტა მაეტნაიამ.

„ყველაფერი, რაც თბილისის მერმა ინტერვიუში თქვა, მართლაც თქვა და იმ მომენტში ეს იყო მისი პოზიცია“, - დასძინა მაეტნაიამ.

„ნიუსუიკის“ რუსული გამოცემის თანამშრომლის განცხადებით, გიგი უგულავასთან ინტერვიუ გასულ კვირაში თბილისში ჩაწერეს მერის პრესმდივნის თანხლებით და არსებობს ამ ინტერვიუს აუდიოჩანაწერი.

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ მალევე გავრცელდა ცნობა, რომ თბილისის მერი „ნიუსვიკის“ რუსულ გამოცემას თავისი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს. როგორც უგულავას განცხადებაშია ნათქვამი, მას არ უთქვამს, რომ საქართველომ, შესაძლოა, უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში.

რადიო „თავისუფლება“

ახალი ამბები