კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასავლეთის ზეწოლით ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ორ კვირაში დაატოვებინებენ

19 იანვარი, 2010

თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ორ კვირაში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს და სავარაუდოდ, უშიშროების საბჭოს მდივნის სავარძელში გადაინაცვლებს. ინფორმირებული წყაროს ცნობით, მორიგი სამთავრობო კარუსელი აღმასრულებელი ხელისუფლების ძალოვანი ბლოკის მიმართულებით დატრიალდება. სააგენტოს წყაროს ცნობით, ახალაია, რომელმაც თავდაცვის სამინისტროში საკუთარი ფუნქცია უკვე შეასრულა, პრეზიდენტის ახალი დავალების შესრულებას შეუდგება, რომელიც უშიშროების საბჭოს გავლენიან სტრუქტურად ჩამოყალიბებას უკავშირდება.

სახელისუფლო კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი საკუთარი პოლიტიკური წინაპრის, ედუარდ შევარდნაძის გამოცდილების გაზიარებას და შესაბამისად, ნუგზარ საჯაიას დროინდელი უშიშროების საბჭოს „გაცოცხლებას“ გეგმავს. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს ამჯამინდელ მდივანს, ეკა ტყეშელაშვილს, ინფორმირებული წყაროს ცნობით, აქტიურად განიხილება საქართველოს ელჩად გაეროში მისი წარგზავნის საკითხი. თუმცა რა ბედი ელის და სად გადაინაცვლებს საქართველოს მოქმედი ელჩი გაეროში, კახა ლომაია, ამ დრომდე გაურკვეველია. 

პრეზიდენტის გარემოცვაში უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ სააკაშვილი ლომაიას გაეროში მოღვაწეობით უკმაყოფილოა და მის შეცვლას გეგმავს. სამხედრო კულუარებში კი ახალაიას სავარაუდო შემცვლელად ორ კანდიდატს ასახელებენ - განათლების სისტემაში გადაბარგებულ დიმიტრი შაშკინს და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გელა ბეჟუაშვილს, რომელიც ერთხელ უკვე იყო საქართველოს თავდაცვის უწყების პირველი პირი.

ამ ორი კანდიდატის ირგვლივ აქტიური კონსულტაციები იმით აიხსნება, რომ დასავლეთი, რომელიც ახალაიას თავდაცვის მინისტრობის სასტიკი წინააღმდეგია, როგორც შაშკინის, ისე ბეჟუაშვილის მიმართ დადებითად არის განწყობილი. მორიგი სამთავრობო კარუსელის განხორციელების შემთხვევაში, თუ ეს ცვლილებები სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაციების მიხედვით მოხდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილი კიდევ ერთ გავლენიან სახელისუფლო, ძალოვან პოლუსს შექმნის და „მიშა მაგარიას!“ და „ვანო მაგარიას!“ კიდევ ერთი „ნაციონალური“ სლოგანი დაემატება - „ბაჩო მაგარია!“

პრეზიდენტის კარზე ახალაიების ოჯახური კლანის გავლენის სფეროების მასშტაბი საკმაოდ ფართოა. ბაჩო ახალაიას აქტიურად დაეხმარებიან შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპატრამენტის ფაქტობრივი ხელმძღვანელი დათა ახალაია და მამა - სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის „პოლიტიკური მამასახლისი“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები