კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ონკოლოგი ავადმყოფი სახელმწიფო რპროგრამით ვერ სარგებლობს

19 იანვარი, 2010

მოქალაქე ეთერ ფარტენაძე ონკოლოგიური ავადმყოფია, მაგრამ მსგავსი კატეგორიის მოქალაქეებისათვის გათვალისწინებულ სახელმწიფო მედიკამენტურ დახმარებას ვერ იღებს.

პანკრეასის სიმსივნით დაავადებულ 58 წლის ეთერ ფარტენაძეს გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს. ამჟამად ავადმყოფს ტკივილის გასაყუჩებლად მორფინი ესაჭიროება. ამ მედიკამენტის უფასოდ მისაღებად ეთერ ფარტენაძის ოჯახის წევრებმა ონკოლოგიური ცენტრიდან შესაბამისი რეცეპტი და ფორმა #100 უნდა მიიღონ. ყოფილ პაციენტს კი ონკოლოგიური ცენტრისთვის გასულ წელს გაკეთებული ოპერაციის საფასური 1 800 ლარი აქვს გადასახდელი, რის გამოც დაწესებულება ავადმყოფის ახლობლებს დახმარებაზე უარს ეუბნება.

„ძალიან საშინელი ტკივილი აქვს. დირექტორს ვთხოვეთ, ამჟამად საშუალება არ გაქვს, რომ თანხა გადავიხადოთო. გვიპასუხა - 1 800 ლარი ჩაგვირიცხეთ და მოგცემთ დოკუმენტს, რომ მორფინი მიიღოთო“, - აცხადებს მისი შვილი.

ფარტენაძეს საოპერაციო თანხა მართლაც არ გადაუხდია და საავადმყოფო რამდენიმე დღეში ექიმების დაუკითხავად დატოვა. ფარტენაძის ოჯახს არც სადაზღვეო ბარათი აქვს და არც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული. თუმცა, ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.

ონკოლოგიურ ცენტრში უარყოფენ, რომ ფარტენაძეს მედიკამენტ მორფინის რეცეპტზე უარი ოპერაციის საფასურის გადაუხდელობის გამო უთხრეს. „ეს არის ცილისწამება. მის ახლობლებს ჩემთვის არ მოუმართავთ“, - აცხადებს მთავარი ექიმი ჯემალ შოთაშვილი.

პრეპარატი მორფინი „ონკო-ინკურაბერული“სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ მხოლოდ იმ პაციენტებზე გაიცემა, რომლებიც ამ დაავადების მეოთხე კლინიკურ ჯგუფს განეკუთვნებიან. ამისათვის კი საჭიროა ონკოლოგიური ცენტრიდან გაცემული შესაბამისი რეცეპტი და ფორმა #100. აღნიშნული პროგრამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 660 000 ლარია გათვალისწინებული.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები