კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დათა ახალაია და ირაკლი კოდუა დამკვირვებელთა სიაში?

19 იანვარი, 2010

უკრაინული ვებ-გვერდი „ფორუმ-მეტა“ 2010 წლის 17 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველოდან დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაციისთვის წარდგენილ 1078-კაციან სიას აქვეყნებს

სიაში, სადაც არც ერთი ქალბატონი არ არის წარმოდგენილი, დავით ახალაია და ირაკლი კოდუა ფიგურირებენ. სიაში ასევე გვხვდება: დონაძე, ბასიშვილი, შოთა უტიაშვილი, გოროზია, გურამ კაკალაშვილი და სხვა პირთა გვარები და სახელები, რომლებსაც საქართველოში იცნობენ შსს-ს ან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებად, ანაც „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილ მხარდამჭერებად.

არიან თუ არა სიაში მოხსენიებული კოდუა და დავით ახალაია საქართველოს შსს-ს ცნობილი მაღალჩინოსნები, ამის გარკვევა შსს-ში ვცადეთ. სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა ეს ფაქტი არ დაადასტურა. როგორც ხიზანიშვილმა აღნიშნა, 100%-ით შეუძლია განაცხადოს, რომ სიაში დასახელებული დავით ახალაია და ირაკლი კოდუა სამინისტროს მაღალჩონოსნები არ არიან.

პრორუსული პრეზიდენტობის კანდიდატის, პარტია „რეგიონების“ ლიდერის, ვიქტორ იანუკოვიჩის თანაგუნდელების მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები მიავლინა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები