კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვახტანგ მაისაიას ადვოკატი აღშფოთებულია

21 იანვარი, 2010

20 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას სასამართლო პროცესი გაგრძელდა. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხდომა კვლავ დახურული იყო.

როგორც ვახტანგ მაისაიას ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განაცხადა, სასამართლო პროცესზე დასრულდა ბრალდებულთა და მოწმეთა დაკითხვა და ამჟამად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოქვეყნება მიმდინარეობს.

„აღშფოთებული ვარ იმით, რაც სასამართლო პროცესზე ხდება და რასაც ბრალდების მხარე წარმოადგენს. იმას, რასაც ყველა მედია-გამოცემა, ინტერნეტი წერს, პროკურატურა მას საიდუმლო ინფორმაციას უწოდებს. წარმოდგენილ მტკიცებულება ფურცელ-ფურცელ იკითხება. ძალიან დიდი უსამართლობაა. დღეს მოსამართლესა და ვახტანგ მაისაიას შორის შელაპარაკებაც მოხდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა კომენტარი არ გააკეთა იმ აბსურდულ ფაქტებზე, რასაც მოსამართლე კითხულობდა. „კომენტარის გარეშე ვტოვებ“ – ასე უთხრა მაისაიამ ბრალდების მხარეს“, – განაცხადა კორკოტაძემ. 

მისი თქმით, სასამართლო მალე მხარეთა კამათის ეტაპზეც გადავა, ხოლო რამდენად მოახერხებს დაცვის მხარე კანონით განსაზღვრულ 10 დღის ვადაში დაცვითი სიტყვის მომზადებას, ადვოკატს უჭირს ამის თქმა. მისი ვარაუდით, პროცესი 5 თებერვლისთვის უნდა დასრულდეს. ამიტომაც მომდევნო სხდომები პარასკევსა და შაბათსაც გაიმართება. 

პროკურატურა მაისაიას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. როგორც  გამოძიება აცხადებს, მიღებული დავალებების შესაბამისად, მაისაია ამზადებდა და დაშიფრული სახით, ელექტრონული ფოსტით სპეცსამსახურებს უგზავნიდა სხვადასხვა ინფორმაციას, რომელთა ნაწილი სახელწიფო საიდუმლოებას შეიცავდა, მათ შორის, ინფორმაციას საქართველოში არსებული სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებისა და სამთავრობო ცვლილებების შესახებ.

ვახტანგ მაისაიასათვის სისხლის სამართლის საქმე სს კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ჯაშუშობისთვის თავისუფლების აღკვეთას, ვადით 12 წლამდე ითვალისწინებს. მაისაია 2009 წლის 5 მაისს დააკავეს.

„მედიანიუსი“

ახალი ამბები