კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინულ სკანდალთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას არ აპირებს

25 იანვარი, 2010

საქართველოს პრეზიდენტი „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას მოთხოვნას არ ითვალისწინებს და უკრაინულ სკანდალთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებაზე უარს აცხადებს. როგორც ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, „საქართველოს პრეზიდენტი მზად არის, უშიშროების საბჭოს სხდომები საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან დაკავშირებით გამართოს. თუმცა, ალიანსის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს, რადგან ქართველი დამკვირვებლების თემას რიგი პოლიტიკური ძალები საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის წინასაარჩევნოდ იყენებენ“.

„უშიშროების საბჭოს სხდომა არაერთხელ ჩატარებულა ქვეყნისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, პოლიტიკოსებს, რომლებიც ამჟამად სხდომის გამართვას ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით ითხოვენ, წინა სხდომებში მონაწილეობა არ მიუღიათ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ამ ძალების დღევანდელი მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა ქართველი დამკვირვებლების თემის წინასაარჩევნოდ გამოყენება. შესაბამისად, უშიშროების საბჭოს სხდომა არ გაიმართება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

„ალიანსი საქართველოსთვის“ ხელისუფლებას უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის ჩატარების მოთხოვნით მიმართავს. ალიანსის ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, „საზოგადოებას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების გაგზავნასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი კითხვა უჩნდება, რაც იძლევა საფუძველს, უშიშროების საბჭოს სხდომა რაც შეიძლება, მალე დაინიშნოს და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ ორი სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა. ორივეში საუბარი ქართველ დამკვირვებლებს ეხება. უკრაინული მედიის მტკიცებით, პირველ ჩანაწერში საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი კიევში მყოფ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს უკრაინაში 2 ათასამდე კაცის ტრანსპორტირების ტექნიკურ საკითხებზე ესაუბრება, მეორეში კი თარგამაძე ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებულ საკითხებს ვინმე კონსტანტინესთან არკვევს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები