კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციამ სოციალური მომსახურების სააგენტოში მომხდარ აფეთქებაზე 85 წლის კაცი დააკავა

25 იანვარი, 2010

გურჯაანის პოლიციამ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებაში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი, 85 წლის ლადო სინჯიკაშვილი დააკავა.

როგორც შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სს საქმე სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის აღძრული.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების ინფორმაციით, სინჯიკაშვილი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობს, რის გამოც მის ოჯახს საარსებო შემწეობა არ დაენიშნა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებაში აფეთქება 21 იანვარს მოხდა. მოქალაქემ განყოფილების უფროსის მისაღებში ბენზინით სავსე ბოთლს ცეცხლი წაუკიდა. ხანძრის შედეგად სამსახურის უფროსმა ლეილა მურაკაშვილმა მსუბუქი ხარისხის დამწვრობა მიიღო.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები