კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რადიო „ჰერეთი“ გურჯაანის გამგეობის თანამშრომელს ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს

26 იანვარი, 2010

რადიო „ჰერეთი“ გურჯაანის გამგეობის თანამშრომელს, მაია ბიტარაშვილს ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. რადიოს ინფორმაციით, ჩინოვნიკი თოქ-შოუს „ხმა“ კორესპონდენტს მადონა ბატიაშვილს ჯერ პირდაპირ ეთერში ჩართვის საშუალებას არ აძლევდა, ხოლო შემდეგ მოსახლეობას მოუწოდებდა, სტუდიაში მყოფი რაიონის გამგებლისთვის მხოლოდ მადლობა ეთქვათ.

მადონა ბატიაშვილი ყოველ შაბათს რადიო „ჰერეთის“ პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვებს კახეთის სხვადასხვა ადგილიდან ახორციელებს. 23 იანვარს თოქ-შოუს განსახილველი თემა გურჯაანის რაიონის ოსურ სოფელში, ყიტაანში არსებული პრობლემები იყო. როგორც მადონა ბატიაშვილმა განაცხადა, რაიონული გამგეობის თანამშრომელი მას სწორედ ყიტაანში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაემუქრა.

ჩინოვნიკმა ჟურნალისტს ჯერ სოფლის დატოვება მოსთხოვა, შემდეგ გააფრთხილა, რომ მეორედ იქ აღარ ჩასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებოდა.

„ვიდრე პირდაპირი ეთერი დაიწყებოდა და ხალხთან ერთად სტუდიას ჩავერთვებოდი, ადგილობრივები ყვებოდნენ, რომ მათ ხელისუფლება ყურადღებას  არ აქცევს და დაპირებებს არ ასრულებს. ყიტაანის რწმუნებულის სპეციალისტის, მაია ბიტარაშვილის გაღიზიანება და მუქარებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. იგი ჩემთან შეკრებილ ადგილობრივებს მოუწოდებდა, რაიონის გამგებლისთვის, გიორგი ჩივიაშვილისთვის მადლობა გადაეხადათ და მისი საწინააღმდეგო პირდაპირ ეთერში არაფერი ეთქვათ. მან ჩართვის ადგილზე საკუთარი მხარდამჭერებიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ყველას ჰქონდა მობილური ტელეფონი, სტუდიაში დარეკავდნენ და თუ მოსახლეობა ხელისუფლებას გააკრიტიკებდა, მისი მხარდამჭერები გამგებელს მადლობას გადაუხდიდნენ. ამ ყველაფრის გამო პირდაპირი ჩართვის განხორცილება დათქმულ დროს ვერ მოხერდა. თუმცა, ჩართვა მაინც შედგა. მოსახლეობამ საკუთარ პრობლემებზე საუბრისგან  ნაწილობრივ თავი შეიკავა“, - ამბობს მადონა ბატიაშვილი.

თოქ-შოუს წამყვანის ხათუნა გოგაშვილის განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში პირდაპირი ჩართვების ჩაშლის მცდელობის ფაქტებმა მასობრივი სახე მიიღო. მისი თქმით, პირდაპირი  ეთერის ჩაშლის მცდელობები დაფიქსირდა სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში, მანამდე კი დედოფლიწყაროში, ველისციხესა და  თელავში.

ბრალდებას უარყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ჩივიაშვილი. გამგებლის განცხადებით, ის ესაუბრა მაია ბიტარაშვილს, რომელმაც ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტი უარყო. „ვისაც საუბარი უნდოდა, გადაცემაში ყველა ჩაერთო და სოფელში არსებულ პრობლემებზე ღიად ისაუბრეს“, - განმარტა ჩივიაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები