კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტიმოშენკომ განმარტა, რას ნიშნავს „ბრძოლისუნარიანი დამკვირვებელი“

27 იანვარი, 2010

იულია ტიმოშენკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ბრძლისუნარიანი ქართველების“ გაგზავნაზე მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმების შესახებ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს. ამის შესახებ  პრეზიდენტობის კანდიდატმა გაზეთ „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მართლაც ფიქრობთ, რომ პრეზიდენტს შეუძლია, პრემიერ-მინისტრს დაურეკოს და  ტელეფონით საეჭვო რაღაც შესთავაზოს? ეს იაფფასიანი პროვოკაციაა“, - განაცხადა ტიმოშენკომ.

 მან აღნიშნა, რომ სააკაშვილს მხედველობაში ჰქონდა ქმედითუნარიანი დამკვირვებლები და არა „ნინძა-ბოევიკები“.

„მაგალითად, როცა ვამბობ - ჩვენ ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს, მხედველობაში მაქვს, რომ ამ გუნდს ეფექტურად მუშაობა შეუძლია და სულაც არ მივანიშნებ, რომ ამ გუნდს რაღაც დარბევების მოწყობა სურს“, - განაცხადა ტიმოშენკომ.

მისივე თქმით, სააკაშვილის ნათქვამის ირგვლივ რეგიონების პარტიამ „შიშველ ადგილზე“ სკანდალის აგორება მოინდომა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები