კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურულ ჩინოვნიკებს იმედი აქვთ, რომ უკრაინაში არჩევნების მეორე ტურს მაინც დააკვირდებიან

28 იანვარი, 2010

მიუხედავად იმისა, რომ გურულების 10-კაციან დელეგაციას უკრაინაში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა, „სამართლიანი არჩევნების“ ოზურგეთის კოორდინატორი თამარ კუპრაძე წინასაარჩევნო პერიოდშიც და ახლაც უკრაინაში იმყოფება. იგი უკრაინაში ევროკავშირის დამკვირვებლის სტატუსით ჩავიდა და რეგისტრაციისას არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

უკრაინაში 17 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს გურიის მაღალჩინოსნებიც უნდა დაკვირვებოდნენ. თუმცა, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ დამკვირვებლობის მსურველ ქართველებს, უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გურულებსაც არ მისცა აკრედიტაცია.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს, მართალია, საკრებულოებისა და გამგეობების თანამშრომლებმა ვერ მიიღეს აკრედიტაცია, მაგრამ გურიიდან უკრაინაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე სამართალდამცავები მაინც გაემგზავრნენ.

კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში. თუმცა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადასტურებენ, რომ 14 იანვარს, სადამკვირვებლო მისიით ლანჩხუთიდან საკრებულოს თავმჯდომარე დავით პეტრიაშვილი, საკრებულოს ექსპერტ-კონსულტანტი დავით ჯანელიძე, საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე შოთა ჩაგუნავა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ჩხაიძე და  შპს „ლანჩხუთი-გზის“ დირექტორი მერაბ წილოსანი უნდა წასულიყვნენ.

უკრაინაში არჩევნებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე შოთა სირაძე და გამგებლის მოადგილე დიმიტრი კორიფაძე უნდა დაკვირვებოდნენ.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და გამგეობიდან წამსვლელთა ვინაობა კი რატომღაც გასაიდუმლოებული დარჩა. ჩვენი ინფორმაციით, დელეგაციისთვის ვიცე-გუბერნატორს კახა ასკურავას უნდა ეხელმძღვანელა. თუმცა, უკრაინის ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების რეგისტრაციას მხარი არ დაუჭირა.

უკრაინულ ინტერნეტ საიტებზე გავრცელდა იმ პირთა სია, ვისაც აკრედიტაციის მიღების სურვილი ჰქონდათ. 1 076 ადამიანის სახელობით სიაში გურული მაღალჩინოსნების გვარებიც ფიგურირებს. დაწყებული გურიის ვიცე-გუბერნატორიდან დამთავრებული  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტით.

გურული მაღალჩინოსნები იმედოვნებენ, რომ არჩევნების მეორე ტურის დაკვირვების საშუალება მაინც მიეცემათ.

შორენა ღლონტი

ახალი ამბები