კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „მაესტროს“ სპეციალური განცხადება

29 იანვარი, 2010

ტელეკომპანია „მაესტრომ“ და მამუკა ღლონტმა ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტებზე ბოლო დროს გახშირებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, 28 იანვარს სპეციალური განცხადება გაავრცელეს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საქართველოში მოქმედ ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს: სამართალდამცავები აგრძელებენ „მაესტროში“ მომუშავე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლას. არ წყდება ფიზიკური და მორალური ზეწოლა კორესპონდენტებზე. დღეს საღამოს, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე დევნილების აქციის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია „მაესტროს“ ოპერატორს გიორგი ბაზალს, რის გამოც ის საავადმყოფოში მოხვდა. არსებობს ამ შემთხვევის დამადასტურებელი ვიდეოფირი. გარდა ამისა, საავადმყოფოში მისული პოლიციელები შეეცადნენ, გიორგი ბაზალის მიერ კანონმდებლობის არასრულად ცოდნა გამოეყენებინათ სათავისოდ და აეღოთ მისგან ჩვენება ადვოკატის გარეშე.

დღესვე ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი ნინი საყვარელიძე, რომელიც თავის ოპერატორთან ერთად იღებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შენობის გარე ხედებს, რაც კანონით აკრძალული არ არის, მოხვდა იგივე უწყების თანამშრომლების ზეწოლის ქვეშ. ნინი საყვარელიძე და ოპერატორი აიძულეს, შესულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შენობის ეზოში განთავსებულ დაცვის ჯიხურში, სადაც აიძულეს, გადაღებული ვიდეომასალა წაეშალა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ჟურნალისტები გაათავისუფლეს.

ორი დღის წინ, 26 იანვარს, ჩვენს ჟურნალისტს თეონა ლალიაშვილს, რომელიც თავის ოპერატორთან ერთად შემთხვევით შეესწრო მოქალაქის დაკავებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით წაართვეს ფირი, რომელზე აღბეჭდილი მასალაც შინაგან საქმეთა სამინისტროში წაშალეს და კასეტა ისე დააბრუნეს.

საქართველოში ობიექტური ჟურნალისტური საქმიანობის წარმოება ყოველდღიურად სახიფათო ხდება. ამ მიმართვის ყველა ადრესატს ვთხოვთ, კანონით არსებული ყველა საშუალების გამოყენებას საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის აღსაკვეთად“.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები