კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცესკო-ს თავმჯდომარის ინიციატივას რამდენიმე ოპოზიციური პარტია გამოეხმაურა

29 იანვარი, 2010

ცესკო-ს თავმჯდომარის ინიციატივას საარჩევნო სიების მონიტორინგში ოპოზიციის ჩართულობის შესახებ, უკვე რამდენიმე პოლიტიკური პარტია გამოეხმაურა. როგორც ცესკო-ში განაცხადეს, ამომრჩეველთა სიების შემოწმებისთვის კომისიაში ამ დროისთვის 9 პოლიტიკური სუბიექტის განაცხადია შესული. ესენი არიან: „მრეწველები“, „ახალი მემარჯვენეები“, „რესპუბლიკელები“, „ქართული დასი“, „ჩვენ თვითონ“, „საქართველოს გზა“, „კონსერვატორები“, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ და „პარტია თავისუფლება“.

საარჩევნო სიების მონიტორინგში მონაწილეობას გეგმავენ „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ხალხის პარტია“, რომლებიც ცესკოს შესაბამისის განაცხადით 29 იანვარს მიმართავენ. 

სიების გადამოწმების პროცესს ემიჯნებიან „ლეიბორისტები“ და „ეროვნული ფორუმი“. ისინი ზურაბ ხარატიშვილის ინიციატივას უნდობლობას უცხადებენ.

საერთო მონიტორინგში, ასევე, არ ჩაერთვება ზურაბ ნოღაიდელის „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“. ექს-პრემიერის თანაგუნდელები ამომრჩეველთა სიებს დამოუკიდებლად ამოწმებენ და საქართველოს მასშტაბით ატარებენ აქციას „კარდაკარ“.

ამომრჩეველთა სიების გადამოწმების საკუთარი პროექტი შეიმუშავა არასამთავრობო სექტორმა, რომელსაც ცესკოს 29 იანვარს წარუდგენენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა 18:00 საათისთვის იგეგმება.

საარჩევნო სიების მონიტორინგთან დაკავშირებით განაცხადების შეტანის ვადა 1 თებერვალს იწურება. სიების გადამოწმების პროცესი კი, 5 თებერვალს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება.

ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა ოპოზიციას ამომრჩეველთა სიების გადამოწმებაში მონაწილეობა 26 იანვარს შესთავაზა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები