კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანკისში მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილებს ყურადღება მოაკლდათ

1 თებერვალი, 2010

პანკისის ხეობაში ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ოფისი დაიხურა და შეჩერდა ყველა ის პროგრამა, რომელსაც ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო ხეობაში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილებისთვის ახორციელებდა.

ლტოლვილების ცნობით, ოფისის დახურვა საბჭოს ახალმა ხელმძღვანელმა მოითხოვა: „ოფისის დახურვის არგუმენტად ის დაგვისახელეს, რომ პასპორტების მიღების შემდეგ ხეობა ჩეჩნეთიდან ლტოლვილების დიდმა ნაწილმა დატოვა, რაც მართალი არ არის. პასპორტები კი ავიღეთ, მაგრამ მესამე ქვეყანაში უსახსრობის გამო ვერ გავდივართ. ერთადერთი ვინც ყურადღებას გვაქცევდა, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ოფისი იყო“.

ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ოფისი მუშაობას თბილისში აგრძელებს. საბჭოში პანკისის ხეობაში ოფისის დახურვის მიზეზებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები