კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილმა აფხაზებმა სოხუმის რეჟიმის ლიდერებს მიმართვა გაუგზავნეს

1 თებერვალი, 2010

აფხაზეთიდან დევნილმა აფხაზებმა სოხუმის რეჟიმის ლიდერებს საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს. მიმართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გია ბარამიამ სოხუმის რეჟიმის წარმომადგენლებს 28 იანვარს ჟენევაში, საერთაშორისო კონსულტაციების მეცხრე რაუნდზე გადასცა.

 მიმართვაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ დატოვეს და თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ აფხაზეთში გამეფებული რუსული საოკუპაციო რეჟიმის განუკითხაობას გულგრულად ვერ უყურებენ. აფხაზ დევნილებს მიაჩნიათ, რომ რუსებმა წინასწარ მომზადებული გეგმით დაიპყრეს აფხაზეთის ტერიტორია და ახლა ცდილობენ, „თავისი ბინძური ხელებით“ საბოლოოდ გაანადგურონ აფხაზები.
 
„ჩვენმა წინაპრებმა მშვენიერი ენა და ტრადიციები დაგვიტოვეს, რომლებიც უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალს. თუმცა, ნათელია, რომ ჩვენ და თქვენ ამ ოცნებას ვერ განვახორციელებთ, თუ ჩვენს ქართველ ძმებთან არ გავერთიანდებით, რომელთა წინაპრები მოჰაჯირობას აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ“, - ნათქვამია მიმართვაში.

აქვე აღნიშნულია, რომ 1992-1993 წლების კონფლიქტი საერთოდ მტრის მიერ იყო ინსპირირებული და დღეს ნებისმიერმა გლეხმა იცის, რომ ისეთი მასშტაბის სამხედრო არსენალი, არც აფხაზებს ჰქონდათ და არც ქართველებს. მიმართვის ავტორები აცხადებენ, რომ ერთმანეთის გადასადგურებლად ორივე მხარეს იარაღით სწორედ რუსეთი ამარაგებდა.

 „დღეს აფხაზეთი ოკუპირებული, მილიტარიზებულია და მას მთლიანად კრემლის ემისრები აკონტროლებენ. ამიტომ ჩვენ, აფხაზები, მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციას ვიღებთ, რომელსაც რუსული სპეცსამსახურებისთვის მომუშავე რუსული მედია ამზადებს. დღეს ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ, სადაც გავიგეთ და ვიგრძენით, რა არის დემოკრატია. აქ არ არის კორუფცია, კრიმინალური სამყარო სრულად დამარცხებულია, დაცულია ადამიანის უფლებები. რაც ყველაზე მთავარია, ქართველები აფხაზების მიმართ არ არიან მტრულად განწყობილნი, პირიქით – ყველგან მშვიდობისმოყვარეობა და შერიგებისკენ სწრაფვა იგრძნობა, რაც საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიციით არის გამყარებული“, - აცხადებენ აფხაზეთიდან დევნილი აფხაზები.

ისინი გამოთქვამენ სურვილს, რომ აფხაზეთში მცხოვრებმა მათმა თანამემამულეებმაც „შვებით ამოისუნთქონ და არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის“. მიმართვის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ ქართველი და აფხაზი ხალხების შერიგებით, გაერთიანებით და ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებით არის შესაძლებელი. მიმართვას 11 ადამიანი აწერს ხელს. 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აფხაზეთიდან სხვადასხვა მიზეზით 12 აფხაზური ოჯახი გადმოვიდა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები