კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთში აფხაზურს მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი მიანიჭა

2 თებერვალი, 2010

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთში აფხაზურ ენას მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სახელმწიფო სტრატეგიაში „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ არის ნათქვამი.

„აფხაზები საქართველოს მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენენ. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართულ ენასთან ერთად, აფხაზურს სახელმწიფო ენის სტატუსი მიენიჭა. აფხაზური ენის გამოყენების პირობების გაუმჯობესებისთვის აფხაზური ენის პატივისცემას, დაცვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს მთავრობამ აღნიშნული სტრატეგია 27 იანვარს დაამტკიცა. სტრატეგიის განხორციელებისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება ივნისში დასრულდება.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები