კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მემორანდუმი გააფორმეს

2 თებერვალი, 2010

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანი ჩატარების მიზნით, 27-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მემორანდუმი გააფორმა.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “სამოქალაქო განვითარების” წევრმა ორგანიზაციებმა დღეს კოალიციის ოფისში მემორანდუმის გაფორმების შესახებ განცხადება გააკეთეს.

მემორანდუმის თანახმად, 27 არასამთავრობო ორგანიზაცია შეთანხმდა, რომ იმოქმედებენ კოორდინირებულად; ითანამშრომლებენ უცხოურ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, რათა მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია; გამოიყენებენ სამართლებრივ გზებს დარღვევების დასაფიქსირებლად და მათზე რეაგირებისთვის; ასევე, კონსტრუქციული ურთიერთობა ექნებათ საარჩევნო ადმინისტრაციასთან და საარჩევნო სუბიექტებთან.

მემორანდუმის ხელმომწერ ორგანიზაციათა შორის არიან ადვოკატები, მედიის წარმომადგენლები, არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილების მქონე ორგანიზაციები.

მემორანდუმს ხელს აწერენ: “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “კანონი ხალხისათვის”, “სამართლიანი არჩევნები”, “დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “მრავალეროვანი საქართველო”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, “მედია-მონიტორინგის ცენტრი”, “საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია”, “ახალი თაობა-ახალი ინიციატივა”, “საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირები” და სხვა ორგანიზაციები.

როგორც პრესკონფერენციაზე ადვოკატთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა ლალი აფციაურმა განაცხადა,  საარჩევნო სამართალში მომზადდება  100 ადვოკატი, რომლებიც რეაგირებას მოახდენენ არჩევნების დროს წამოჭრილ საჩივრებზე და თუ საჭირო გახდება სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.

“საქართველოს რეგიონალური მედია-ასოციაციიის” ხელმძღვანელის  ია მამალაძის განცხადებით, დღევანდელი პროცესების ფონზე ადგილობრივი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას განუზომელი მნიშვნელობა ენიჭება  და ამ საქმეში საზოგადოების, მედიის ჩართულობა აუცილებელია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები