კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რუსი ჯარისკაცების ქმედებებმა ადამიანებზე ნადირობის ფორმა მიიღო“

4 თებერვალი, 2010

ოფიციალური თბილისი რუსეთის საოკუპაციო ჯარებისა და ოსი სეპარატისტების ქმედებების გამო მკაცრ პროტესტს გამოთქვამს და ნიქოზში გატაცებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულ ფაქტს „რუსეთის მიერ პროვოცირებულ უკიდურესად სახიფათო ქმედებათა ჯაჭვის გაგრძელებად“ აფასებს და აცხადებს, რომ „რუსი ჯარისკაცების ქმედებებმა ადამიანებზე ნადირობის ფორმა მიიღო“.

„მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებებისა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებისა, რომელიც მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას გულისხმობს, თუკი ისინი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს შემთხვევით გადაკვეთენ, მალხაზ ახვლედიანი დღემდე არ გაუთავისუფლებიათ. ეს აქამდე მიღწეული შეთანხმებების დარღვევაა. ამჯერად კრემლი უკვე თავისი მარიონეტების ხელით ახორციელებს მზაკვრულ გეგმებს, რაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე სიტუაციის უკიდურესად დაძაბვის მცდელობაში მდგომარეობს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჭიათურაში მცხოვრები მალხაზ ახვლედიანი ოსმა სეპარატისტებმა მიმდინარე წლის 31 იანვარს სოფელ ნიქოზთან გაიტაცეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები