კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსასამართლოს ორი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შევიდა

4 თებერვალი, 2010

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი ორი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. საქმეებზე „გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „ფანჯიკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ გადაწყვეტილებები ოქტომბერში გამოიტანა. საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება არ გამოუყენებია.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა აღსასრულებლად. გადაწყვეტილების აღსრულებას ზედამხედველობას უწევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი.

ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს გორგილაძის სასარგებლოდ 5 000, ფანჯიკიძის, ყურაშვილისა და ქანთარიას სასარგებლოდ კი 2 000 ევროს გადახდა დააკისრა.

საქმეებში „გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „ფანჯიკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-6 მუხლები (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მე-3 მუხლი დარღვეულად ცნო პატიმრობის არასატანადო პირობების გამო. განმცხადებელეთა მიმართ  სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა კი გამოიხატა იმით, რომ მათი საქმის განხილვა საქართველოში არ მოხდა კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს მიერ.

კერძოდ, საუბარია საქართველოში სახალხო მსაჯულთა მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე იმ პერიოდში, როცა ეს ინსტიტუტი კანონის ძალით გაუქმებული იყო, მაგრამ ორი სახალხო მსაჯული სასამართლო განხილვებში მაინც მონაწილეობდა.

ევროსასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სახალხო მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში არ იყო კანონით გათვალისწინებული წესით შექმნილი, რადგან არ არსებობდა არაიურისტ მსაჯულთა მიერ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციის განმახორციელებელი სამართლებრივი რეგულირების ნორმა. საქართველოს კი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირებით აღებული ჰქონდა ვალდებულება, კანონით მოეხდინა სასამართლო სისტემის იმგვარი მოწყობა, რომ არ მომხდარიყო ევროკონვენციით დაცული პრინციპების დარღვევა.

შესაბამისად, ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ სახალხო მსაჯულთა მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება არის უკანონო, არღვევს ევროკონვენციის მე-6 მუხლს და ნებისმიერ პირს, ვისი საქმის განხილვაც მოხდა სახალხო მსაჯულების მიერ, უფლება აქვს მოითხოვოს საქმის ხელახლა არსებითად განხილვა.

ჯი-ეიჩ-ენი

ახალი ამბები