კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მშენებარე კორპუსის ჩამონგრევისას ოთხი ადამიანი დაზარალდა

4 თებერვალი, 2010

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩის #51-ში მდებარე 14-სართულიანი მშენებარე სახლის რამდენიმე სართულის კედელი ჩამოინგრა და გვერდით მდებარე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ნგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

ქალაქის პირველ საავადმყოფოში ამჟამად ერთი ქალბატონი რჩება მოტეხილობის დიაგნოზით. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში კი 11 წლის მეგი მუსხაჯბა ტრავმულ შოკში იმყოფება. ბავშვს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს. მისი და - 5 წლის მარი მუსხაჯბა კი უკვე სახლში გაწერეს.

14-სართულიან სახლს „ბათუმი პალასი 2007“ აშენებს, რომლის კარკასიც მისივე დაკვეთით ფირმა „ანაგმა“ ააგო. თვითმხილველთა თქმით, მშენებარე სახლის მე-7 და მე-11 სართულების კედლები ჩამოიშალა.

დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მობინადრეები აცხადებენ, რომ ბათუმის მერია მათ სახლის აღდგენას და დახმარებას დაპირდა, ასევე - დამნაშავეების დასჯას.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები