კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თემურ ბასილია აშშ-ში საემიგრაციო წესების დარღვევისთვის დააკავეს

5 თებერვალი, 2010

თემურ ბასილია ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო წესების დარღვევისთვის დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ბასილია აშშ-ის საემიგრაციო სამსახურმა დააკავა. მას ლტოლვილის სტატუსი არ ჰქონდა და აშშ-ში დარღვევით იმყოფებოდა. მართალია, ბასილია ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იყო ძებნილი, მაგრამ აშშ-ში იგი ძებნილის სტატუსით არ დაუკავებიათ.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ყოფილი მაღალჩინოსანი სავარაუდოდ, საქართველოში იქნება დეპორტირებული. ბასილიას დაკავების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია მის ადვოკატს, შალვა შავგულიძეს, რომელმაც ეს ამბავი ტელევიზიით შეიტყო. მისი განმარტებით, ოჯახი ამ დრომდე არ დაკავშირებია და ოფიციალური კომენტარი არც პროკურატურისგან მოუსმენია.

თემურ ბასილიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია ჯვარშეიშვილმა 2008 წლის ზაფხულში ცხრაწლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მას მსჯავრი დაედო ქრთამის აღებაში, უფლებამოსილების გადამეტების, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებებში კი, გამართლდა.

ბასილია ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მისი ეკონომიკური მრჩეველი იყო. კურირებდა სიღარიბის დაძლევის პროგრამის შემუშავებას და მის განხორციელებას, რა დროსაც დიდძალი თანხა დაიხარჯა. 2006 წლიდან თემურ ბასილია ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

ცოტა ხნის წინ თემურ ბასილია აშშ-ში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ერთ-ერთ შეხვედრაზე აღმოაჩინეს და კითხვები დაუსვეს. მან კითხვებს არ უპასუხა და აბეზარ ჟურნალისტებს პოლიციის გამოძახებით დაემუქრა. როგორც შემდგომმა მოვლენებმა გვიჩვენა, აშშ-ის სამართალდამცველები ბასილიას პერსონით იქით დაინტერესდნენ და ერთ მშვენიერ დღეს, დააკავეს კიდეც.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები