კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შემწეობის შეწყვეტის გამო 23 წლის გოგონას სიცოცხლე საფრთხეშია

5 თებერვალი, 2010

თელავის რაიონის სოფელ ფშაველში მცხოვრები ივანიშვილების ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტომ საარსებო შემწეობა შეუწყვიტა. ოჯახის წევრს - 23 წლის ნათია ივანიშვილს სისხლის დაავადების გამო ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება. ახალგაზრდა გოგონასთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ოჯახი სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო შეღავათებით ახერხებდა.

„ნათიას სისხლის გადასხმისა და წამლებისთვის ყოველთვიურად 1000 ლარი სჭირდება. ოჯახში 5 ადამიანი ვცხოვრობთ და ჩემი შვილი გვარჩენს, რომლის ხელფასიც 180 ლარია. სხვა შემოსავალი არ გვაქვს. სახლიც თავზე გვენგრევა. სოციალურმა მუშაკმა გადაგვამოწმა, რის შემდეგაც ოჯახის სარეიტინგო ქულა 48 000-დან 90 000-მდე გაიზარდა და საარსებო შემწეობა მოგვიხსნეს“, - ამბობს ნათია ივანიშვილის დედა დალი ივანიშვილი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსის ოთარ სესიკაშვილის განმარტებით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მორიგი გადამოწმება მხოლოდ მაისში იქნება შესაძლებელი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები