კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ დალია პრეზიდენტის სადღეგრძელო ნოღაიდელის პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა

5 თებერვალი, 2010

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის შოთა ჯამასპიშვილის განცხადებით, „საქართველოს პრეზიდენტის მიშა სააკაშვილი ღირსეული ქართველია“. ეს განცხადება ჯამასპიშვილმა დედოფლისწყაროს გამგეობის თანამშრომლის დაბადების დღეზე გააკეთა, სადაც ის თამადა იყო.

როგორც თვითმხილველებმა გვაცნობეს, რესტორან „კამიშოვკაში“, გამგეობის სპეციალისტის, გია ფოცხვერაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გელა თეთრაული, მოადგილე ნიკოლოზ შანშიაშვილი, დედოფლისწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ლევან ნატროშვილი, კუდ-ის წარმომადგენლები სოსო ბენაშვილი და ილია ნატროშვილი, უშიშროების სამსახურის უფროსი დიმა კვიწინაშვილი, გამგეობის აპარატის უფროსი ალექსანდრე ალუღიშვილი და სხვები. ჯამასპიშვილი ღირსეული ქართველის სტატუსით პრეზიდენტს რომ ადღეგრძელებს, ამაზე ჩანაწერიც არსებობს. ეს ჩანაწერი მობილური ტელეფონით არის გადაღებული.

შოთა ჯამასპიშვილი ადასტურებს, რომ სუფრაზე მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელო შეისვა. სხვა კომენტარს კი არ აკეთებს.

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ კახეთის კოორდინატორის, ლევან ხაზიურის განცხადებით, ჯამასპიშვილი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. „ის დაბადებისდღეზე დაპატიჟეს და თამადად აირჩიეს. ძალოვანები იქ მოგვიანებით მივიდნენ. ქართველი კაცია, ხომ არ ადგებოდა და არ დატოვებდა სუფრას?! მან ღირსეული ადამიანების სადღეგრძელო შესვა. ამ რანგში მიხეილ სააკაშვილი ჩინოვნიკებმა ადღეგრძელეს“, - აღნიშნავს ხაზიური.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები