კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სუბელიანის უწყებას დევნილი „ლტოლვილების გადაგდების სამინისტროს“ უწოდებს

5 თებერვალი, 2010

გორის რაიონის სოფელ ქსუისიდან დევნილი მალხაზ შოშიტაშვილი კუთვნილ დახმარებას ითხოვს. მისი ექსვსსულიანი ოჯახი 2008 წლის ომის დროს, ქსუისიდან წამოვიდა და თავი სურამში ნათესავის სახლს შეაფარა.

დევნილთა განსახლებისას შოშიტაშვილებისთვის მთავრობას კოტეჯი უნდა მიეცა. კოტეჯი 3 ადამიანზე იყო გათვლილი და მრავალსულიანი ოჯახისთვის ცხოვრება იქ შეუძლებელი იქნებოდა. მეორე კოტეჯის მიცემაზე კი ოჯახს უარი უთხრეს. ამიტომ კოტეჯის ნაცვლად შოშიტაშვილმა მთავრობისაგან 10 000 დოლარი (ეკვივალენტით ლარში) აიღო. ამ ერთჯერადი დახმარების გარდა მათ მთავრობისგან აღარაფერი მიუღიათ. თუმცა, შოშიტაშვილის თქმით, იყო შემთხვევები, როცა 4 და 5- სულიანი ოჯახები 2 კოტეჯით დააკმაყოფილეს.

მალხაზ შოშიტაშვილის მეუღლე მძიმედ არის ავად. აღებული თანხის დიდი ნაწილი სწორედ მისი ოპერაციისა და მკურნალობისთვის დაიხარჯა და დარჩენილი თანხა თავშესაფრის შესაძენად საკმარისი არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ შოშიტაშვილმა დახმარების სათხოვნელად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა, რათა როგორც მრავალშვილიან ოჯახს, სულზე იმ 200-300 ლარით მაინც დახმარებოდნენ, რასაც სხვა დევნილებს აძლევდნენ.

შოშიტაშვილის თქმით, საცხოვრებელ ფართზე უარის თქმის მიუხედავად, მას დევნილის ყველა უფლება უნარჩუნდება და დახმარებაც ეკუთვნის. თუმცა, მინისტრისგან პასუხი აქამდე არ მიუღია. გამგეობამ კი მისი დახმარების რეკომენდაცია სამინისტროს გადაუგზავნა.

შოშიტაშვილის თქმით, არიან ოჯახები, რომლებიც მთავრობამ კოდადან საქაშეთში გადაასახლა და იგივე დახმარება გაუწია, რაც კოდაში ჩასახლებისას. სწორედ იმ უყურადღებობის გამო, რასაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მისდამი იჩენს, მალხაზ შოშიტაშვილი მას „გადაგდების სამინისტროდ“ მოიხსენიებს.

ამჟამად ოჯახი სოფ. ჩუმათელეთში, 8 წლის წინ გარდაცვლილი ძმის სახლში ცხოვრობს, სადაც ელემენტარული პირობებიც კი არ არის შექმნილი, ფანჯრებზე ცელოფანია აკრული და წვიმის დროს სახლშიც წყალი ჩადის.

მალხაზ შოშიტაშვილს იურიდიულ დახმარებას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უწევს. მისი სარჩელი სხვა დევნილების სარჩელებთან ერთად, რომლებიც რუსეთს უჩივიან, სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი.

       
                                                 ანა შეშაბერიძე

ახალი ამბები