კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილი: „უკრაინაში გამართული არჩევნების ბევრ ევროპულ ქვეყანას შეიძლება, შეშურდეს“

8 თებერვალი, 2010

საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოშიც, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები იულია ტიმოშენკომ მოიგო. უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანის“ ცნობით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური  საზღვარგარეთ ტიმოშენკომ მოიგო.

8 თებერვალს შუადღისთვის უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბნების მონაცემების 61.06 პროცენტი იყო დათვლილი. ამ შედეგების თანახმად, უკრაინის ფარგლებს გარეთ მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების 52.43-მა პროცენტმა იულია ტიმოშენკოს მისცა ხმა, ხოლო 42.48 პროცენტმა იანუკოვიჩს. აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებთან ერთად, ტიმოშენკომ არჩევნები საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებშიც მოიგო.

მთლიანობაში კი, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, უკრაინის ცესკოს ბოლო მონაცემებით, ვიქტორ იანუკოვიჩი ლიდერობს.
 
„საქართველო მიესალმება უკრაინელი ხალხის არჩევანს“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ. მანვე აღნიშნა, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხების მჭიდრო ურთიერთობიდან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის ბზარის შეტანის საფრთხეს ვერ ვხედავ. 

კალანადაძის თქმით, მიუხედავად იანუკოვიჩის კანდიდატურის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებისა, საქართველოს მთავრობა ნებისმიერ მთავრობასთან გააგრძელებს ურთიერთობას. როგორც მინისიტრის მოადგილე აცხადებს, საფრთხე იმისა, რომ უკრაინა გადახედავს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებისა და კონფლიქტური რეგიონების აღიარების პოლიტიკას, უსაფუძვლოა.

„უკრაინაში გამართული არჩევნების ბევრ ევროპულ ქვეყანას შეიძლება, შეშურდეს. უკრაინულმა დემოკრატიამ გაიმარჯვა“, - ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „უკრაინას“ ტოკ-შოუ Shuster Live-ში.

გადაცემაში პრეზიდენტი საქართველოდან 7 თებერვალს ჩაერთო. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, ვინ გახდება უკრაინის ახალი პრეზიდენტი, თბილისი და კიევი სტრატეგიულ პარტნიორებად დარჩებიან. „უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი ინტერესები ბევრ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა. მიმაჩნია, რომ უკრაინას აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონული ლიდერი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები