კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპარლამენტო უმრავლესობამ ნოღაიდელი „სამშობლოს მოღალატედ“ შერაცხა

9 თებერვალი, 2010

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერს, ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელს „სამშობლოს მოღალატეს“ უწოდებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი დარწმუნებულია, რომ „ნოღაიდელი ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ გუნდთან საქართველოს საწინააღმდეგოდ ითანამშრომლებს“.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ცნობები არაერთი მოღალატის შესახებ არსებობს. დღესაც არიან ქართველები, რომლებსაც არ ეთაკილებათ პუტინთან სირბილი და მადლობის გადახდა იმ ადამიანისთვის, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ქვეყანა დაბომბა. ასეთ ადამიანებს საზოგადობაც და ისტორიაც თავის სახელს არქმევს და ეს სახელია „სამშობლოს მოღალატე“, - აცხადებს გაბაშვილი.

„სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა რუსეთის მმართველი პარტიის - „ედინაია როსიას“ წინაშე ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის ვალდებულება აიღო. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ედინაია როსიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბორის გრიზლოვმა მოაწერეს.

„ეს არის ისტორიული ხელშეკრულება, რომლის შედეგსაც საზოგადოება მალე ნათლად დაინახავს“, - განაცხადა ნოღაიდელმა და დასძინა, რომ „ცხრაპუნქტიანი დოკუმენტი ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას და რუსეთ-საქართველოს შორის კომუნიკაციის აღდგენას ითვალისწინებს“.

თავის მხრივ, გრიზლოვმა ნოღაიდელს სიმბოლურად, რუსი და ქართველი მომღერლების - ოლეგ გაზმანოვისა და სოსო პავლიაშვილის დუეტის „ორი ხმის“ ჩანაწერი უსახსოვრა. გრიზლოვის განცხადებით, „ედიანაია როსია“ ღიაა ყველა იმ ქართული ოპოზიციური პარტიისთვის, რომელსაც დიდი ელექტორატი ჰყავს“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები