სავაჭრო ცენტრ BTM ჩვიდმეტმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათთვის სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი ხელმძღვანელობის მხრიდან დამლაგებლის საქმიანობის შეთავსების მოთხოვნა გახდა.
კონსულტანტები სავაჭრო ცენტრში დილის 9-დან 8 საათამდე მუშაობენ და ერთსაათიანი შესვენებით სარგებლობენ. მათი ანაზღაურება 200 ლარია. კონსულტანტთა თქმით, სავაჭრო ცენტრის დირექციასთან ხელშეკრულებები არ ჰქონიათ გაფორმებული. მათ ზამთრის განმავლობაში სიცივეში უწევდათ მუშაობა. სავაჭრო ცენტრის კონსულტანტთა მტკიცებით, ხელმძღვანელობა მათ სავაჭრო ცენტრის დალაგებას აიძულებდა, რაზედაც უარის თქმას სამსახურიდან წასვლის მოთხოვნა მოჰყვა.
„სითბო არ იყო და ფორმით ყოფნას მოითხოვნდნენ. სავაჭრო ცენტრის დალაგება კონსულტანტებს მოგვთხოვეს. დამლაგებელი არ ჰყავდა ამოდენა სავაჭრო ცენტრს. თუ არ გააკეთებთ, წადითო, ასე გვითხრეს”, - აცხადებენ ყოფილი კონსულტანტები.
სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობა ოფიციალურ კომენტარზე უარს აცხადებს.
სავაჭრო ცენტრი BTM გასული წლის 10 აგვისტოს გაიხსნა. ცენტრი აჭარის მთავრობის თამჯდომარე ლევან ვარშალომიძემ გახსნა და პირველი შენაძენიც თვითონ გააკეთა: ძმისშვილს კაბა უყიდა.
სავაჭრო ცენტრ BTM-ში თურქული ინვესტიციით შექმნილი ბათუმის ტექსტილის სამკერვალო ფაბრიკაში შექმნილი ნაწარმი იყიდება.
მაკა მალაყმაძე, აჭარა