კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელვაჩაურის გამგეობაში თანამშრომლებს გათავისუფლებაზე განცხადებები დააწერინეს

10 თებერვალი, 2010

საკადრო ცვლილებები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წლის დასაწყისშივე დაიწყეს. ყველა თანამშრომელს ოფიციალურად დააწერინეს განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნულ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი თანამშრომლები გვაწვდიან. მათ ანონიმურად დარჩენა არჩიეს.

თანამდებობა უკვე დატოვა მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ფერიდე ხალვაშმა, აპარატის უფროსმა ნუნუ მამულაიშვილმა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა მარინა დიასამიძემ.

გათავისუფლებულთა ნაცვლად უკვე დანიშნულია სხვა კადრები, ყოველგვარი კონკურსის ჩატარების გარეშე. გამგებელმა თეიმურაზ დუმბაძემ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალ ხემძღვანელად 23 წლის ქეთევან დევაძე, ხოლო საფინანსო სამსახურის უფროსად საბიუჯეტო განყოფილების უფროსი ტარიელ ნაკაშიძე წარადგინა. მათი განმარტებით, აღნიშნულ თანამდებობაზე მხოლოდ სიტყვიერად არიან დანიშნული.

თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ დუმბაძე შემდეგ ინტერპრეტაციას აძლევს: „ვერ გეტყვით დანამდვილებით, რომ გათავისუფლება მოხდა. არის თანამშრომელთა მცირე კატეგორია, რომლებსაც სურვილი გამოთქვეს სხვა სამსახურში გადასვლაზე. თუ სურვილი აქვთ, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვერ წავალთ“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან ავთანდილ ბერიძე კი აღნიშნავს: „განცხადებას აწერინებენ ამ ადამიანებს - გთხოვთ, გამათავისუფლოთო. ეს აპრობირებული მეთოდია ამ ხელისუფლებისთვის, მათთვის უმტკივნეულოა საკადრო საკითხის ასე გადაწყვეტა“.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები