კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალანა გაგლოევა ცხინვალიდან ბებიის ევაკუაციაზე მოლაპარაკებებს უარყოფს

10 თებერვალი, 2010

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი ალანა გაგლოევა აგვისტოს ომის დროს ცხინვალიდან ბებიის ევაკუაციაზე საქართველოს ხელისუფლებასა და ცხინვალის რეჟიმს შორის მოლაპარაკებებს უარყოფს.

„ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცხინვალის რეჟიმთან ჩემი ბებიის ევაკუაციის საკითხზე მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, სრული აბსურდია. ბებია ცხინვალიდან ტაქსით გამოვიდა და  ჩემი საკუთარი ავტომობილით სოფელ მეღვრეკისთან დავხვდი. ბებია და ჩემი ბიძაშვილი, რომელსაც ცეცხლის გახსნის შემდეგ ეპილეფსიის შეტევები დაეწყო, კონფლიქტის ზონიდან პირადად მე გამოვიყვანე“, - აღნიშნა ალანა გაგლოევამ.

 ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ინფორმაციით, გასულ წელს, ცხინვალში ყოფნის დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის აგვისტოში ცეცხლის გახსნამდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცხინვალის რეჟიმთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ცხინვალიდან ალანა გაგლოევას ბებიის ევაკუაციასთან  დაკავშირებით. კომახიძის განცხადებით, აღნიშნული ისტორიისა და აგვისტოს ომთან დაკავშირებული სხვა მასალების მოპოვების გამო საქართველოს ხელისუფლებამ მისი დევნა დაიწყო. ამ მიზეზით, კომახიძემ შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

ამასთან, ალანა გაგლოევამ აღნიშნა,  რომ მისთვის ვახტანგ კომახიძის განცხადებები უცნობია.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები