კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბესო კურტანიძე: „ვახო კომახიძის პრობლემა ქართული მხარის მიერ დაკავებული სამი ახალგაზრდა ოსის ბედ-იღბლით დაინტერესებას უკავშირდება“

11 თებერვალი, 2010

ბესო კურტანიძის განცხადებით, ვახო კომახიძის პრობლემა იმ სამი ახალგაზრდა ოსის  ბედ-იღბლით დაინტერესებას უკავშირდება, რომლებიც 2008 წლის ოქტომბერში გაუჩინარდნენ.

ამის შესახებ ჟურნალისტ ვახო კომახიძის მეგობარმა და კოლეგამ ბესო კურტანიძემ რადიო „პალიტრის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.  მისი თქმით, მან ერგნეთამდე მიაცილა და შემდეგ თბილისში ჩამოიყვანა ვახო კომახიძე,  როცა ის პაატა ზაქარეიშვილთან და მანანა მებუკესთან ერთად ცხინვალში იმყოფებოდა. 

„ჩემდა გასაკვირად, კუდ-ისა და სოდ-ის ნაცვლად, ცხინვალიდან გამოსულ კომახიძეს ერგნეთთან დახვდა დეპუტატი გია თორთლაძე, რომელმაც დაახვედრა ერთ-ერთი გატაცებული ტირძნისელი ბავშვის მამა. სანამ ვახოს ველოდებოდი, ამ ბავშვის მამას გავესაუბრე. მე მას ვუთხარი, რომ ცხინვალიდან გადმოვა ჩემი მეგობარი ვახო კომახიძე, რომელიც გადმოიტანს კასეტას, სადაც თქვენი შვილია ჩაწერილი. ჩვენ ამ კასეტას გაჩვენებთ და ნახავთ, როგორ არის თქვენი შვილი ცხინვალის ციხეში-მეთქი. ამაზე ამ კაცმა უარი თქვა და ისევ თორთლაძესთან მიბრუნდა“, - განაცხადა კურტანიძემ. 

მისივე თქმით, როცა ვახო კომახიძე ცხინვალიდან გადმოვიდა, მან კასეტები ჩუმად გამოართვა. თავად კომახიძე კი სადღაც, პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც გაესაუბრნენ და გამოკითხეს, ვის შეხვდნენ, ვის ესაუბრნენ და ა.შ.

„ეს კასეტები მე თბილისში წამოვიღე. არ ვიცი, რა იყო ამ კასეტებზე. ეს იყო ვახოს მასალა. ერთადერთი, რაც ვახომ მითხრა, იყო ის, რომ ჩაწერა კოკოითი. თუმცა, ვფიქრობ, ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც ვახოს პრობლემა შეექმნა, არის ის, რომ დღემდე გაურკვეველია სამი ახალგაზრდა ოსის  ბედ-იღბალი, რომელიც ქართველებმა 2008 წლის ოქტომბერში მოვიტაცეთ. დღემდე ამ ბავშვების ბედის შესახებ არავინ არაფერი იცის. ვახო იყო ცხინვალში და, სავარაუდოდ, ნახა და გაიგონა იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ ვიცით. როცა დასვა ეს საკითხი, გვითხრეს, რომ წარმოდგენა არა აქვთ, ვინ არის საერთოდ ის სამი ადამიანი“, - განაცხადა კურტანიძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „რეალ TV“-ს სიუჟეტზე, რომელიც ვახო კომახიძეს მიეძღვნა და აღნიშნა, რომ მსგავსი სიბინძურე და ტყუილი არ უნახავს.

9 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტმა ვახო კომახიძემ შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. მიზეზად კი, მისი ოჯახის წევრების მისამართით განხორციელებული მუქარის ზარები დაასახელა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები