კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაკვეთილების დროს სკოლის მოსწავლეები ტოტალიზატორებსა და პოკერ კლუბებში თამაშობენ

11 თებერვალი, 2010

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ სკოლის მოსწავლეები გაკვეთილების დროს სკოლებთან ახლოს მდებარე ტოტალიზატორებსა და პოკერ კლუბებში თამაშობენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ამგვარი მონიტორინგი 10 თებერვალს თელავსა და გურჯაანში ჩაატარეს. მონიტორინგის შედეგად ჟურნალისტებმა 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში, ორ ე.წ. პოკერ კლუბში სათამაშო აპარატებთან 12 მოსწავლე და კიდევ 18 წლამდე ასაკის 17 პირი დააფიქსირეს. მონიტორინგის დროს, ჟურნალისტებს, გურჯაანში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ტოტალიზატორში შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომელიც დახვდათ. პოლიციელმა განაცხადა, რომ ტოტალიზატორში კონტროლის მიზნით იმყოფებოდა, თუმცა მისი იქ ყოფნის დროს ტოტალიზატორში ბავშვები თამაშობდნენ.

ტოტალიზატორებისა და „პოკერ კლუბების“ ხელმძღვანელების თქმით, კლუბებში თვალსაჩინო ადგილას არის გამოკრული განცხადებები, რომ 18 წლამდე ასაკის პირების შესვლა აკრძალულია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 176 პრიმა მუხლის თანახმად, სათამაშო აპარატებთან სათამაშოდ ან სხვა მომგებიან თამაშობებში 18 წლამდე ასაკის პირის მონაწილეობა იწვევს მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. „ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით იწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნავს იურისტი.

ოფიციალური მონაცემებით, 2010 წელს თელავის და გურჯაანის რაიონებში სამართალდამცავების მიერ ამგვარი სამართალდარღვევის არც ერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები