კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იზოლატორში ხმამაღლა საუბარი, კაკუნი და კარტის თამაში აიკრძალება

15 თებერვალი, 2010

დროებითი დაკავების იზოლატორში ხმამაღლა საუბარი, კაკუნი და კარტის თამაში აიკრძალება. დაკავებული პირის უფლებებს არეგულირებს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომელიც დროებითი დაკავების იზოლატორების მარეგულირებელ ინსტრუქციებს შეეხება.

ბრძანების თანახმად, დროებითი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ პირს ეკრძალება: იზოლატორში ხმამაღლა საუბარი; მიმოწერა, ლაპარაკი ან კედელზე კაკუნი გვერდით მდებარე საკნებში მყოფ დაკავებულ პირებთან; სხვადასხვა საგნების დამზადება ან მისი დატოვება საკანში; რაიმე საგნის გადაგდება ფანჯრიდან, დადგომა ფანჯრის რაფაზე, მისვლა საკნის კართან სათვათვალო ადგილზე, მისი დაკეტვა ან სხვა რაიმე ისეთის ჩადება, რaც ხელს შეუშლის იზოლატორის თანამშრომლის საკანში შეხედვას ან შეღწევას.

დაკავებულს ასევე ეკრძალება, გააკეთოს წარწერა ან აღნიშვნა კედელზე, წიგნზე, ნივთზე ან საგანზე, რომელიც გადაცემულია ადმინიsტრაციის მიერ. დაკავებული, ასევე, ვერ შეძლებს გააკრას კედელზე სურათები, ნახატები, ამონაჭრები წიგნებიდან და ჟურნალებიდან; მას აკრძალული ექნება, დაამზადოს ან ითამაშოს კარტი ან გაერთოს სხვა აზარტული თამაშებით; საკუთარ ან სხვის სხეულზე სვირინგის გაკეთება; პროდუქტის ან ნივთების ფანჯრის თაროზე დალაგება და სიგარეტის მოწევა, გარდა გასასეირნებელი ადგილისა. აგრეთვე, დაკავებულს აეკრძალება, საკანში თან იქონიოს 50 სანტიმეტრზე მეტი ზომის ნებისმიერი სახის ნაჭრის ქსოვილი, თასმები და ზონრები.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები