კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში ვახტანგ კომახიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

15 თებერვალი, 2010

სტუდია „რეპორტიორის“ ხელმძღვანელის და გამომძიებელი ჟურნალისტის, ვახტანგ კომახიძის მხარდასაჭერად კახეთში მომუშავე ჟურნალისტებმა თელავში მდუმარე აქცია გამართეს. აქციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი და იურისტი თამარ გურჩიანიც შეუერთდნენ, რომლებიც თელავში იმყოფებოდნენ.

„კანონით საქართველოს პროკურატურას კომახიძის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნდა, გამოძიება უნდა დაეწყო. ადეკვატურად უნდა იქნეს გამოძიებული ისიც, თუ რატომ გააცილეს აეროპორტიდან კომახიძე სოდის და კუდ-ის თანამშრომლებმა და ის ფაქტიც, რომ მას ფიზიკური ლიკვიდაციით და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ჩვენ ველოდებით ვახო კომახიძესთან დაკავშირებას, რათა შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯები გადავდგათ მის დასახმარებლად“, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

კომახიძემ შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი რამდენიმე დღის წინ სთხოვა. ჟურნალისტის თქმით, საქართველოში მისი პროფესიული საქმიანობა იზღუდება და საფრთხე ექმნება მისი და მისი ოჯახის წევრების თავისუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ვახტანგ კომახიძე ამჟამად ჟენევაში, ლტოლვილთა თავშესაფარში იმყოფება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები