კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გირგვლიანის საქმეს ევროსასამართლოში სავარაუდოდ მოსამართლე გიორგი ადეიშვილი განიხილავს

15 თებერვალი, 2010

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს 12 თებერვლამდე უნდა წარედგინა სპეციალურად სანდრო გირგვლიანის საქმისთვის შერჩეული მოსამართლე. იუსტიციის სამინისტრო ამ მოსამართლის ვინაობას არ ამხელს, მაგრამ როგორც „ადამიანის უუფლებათა ცენტრისთვის“ გახდა ცნობილი, გირგვლიანის საქმის განხილვაში, სავარაუდოდ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ადეიშვილი მიიღებს მონაწილეობას.

„ვიდრე ევროსასამართლო არ დაამტკიცებს წარდგენილ კანდიდატურას, ჩვენ ვერ გავამხელთ მის ვინაობას“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრში.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა უკვე მეორედ გადაიდო. პროცესი პირველად გასული წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობის მოთხოვნით გადაიდო. 2010 წლის 2 თებერვლისთვის დანიშნული პროცესი კი საქართველოდან არჩეული მოსამართლის, ნონა წოწორიას თვითაცილებამ შეაფრეხა.

2007 წლის ზაფხულში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სანდრო გირგვლიანის ოჯახმა საქმე 4 მუხლით გაასაჩივრა. ევროსასამართლოში გირგვლიანის საქმის მოსმენა მარტის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

თაკო ხუციშვილი

ახალი ამბები